85 ათასი ნახვა palitratv.ge-ს საიტზე, 7 ათასამდე გაზიარება და უამრავი კომენტარი. სოციალური ექსპერიმენტი გადაცემა "კაცია-ადამიანისთვის?!" მომზადდა - უყიდდნენ თუ არა ლუდს მოზრდილები არასრულწლოვანს. ბევრმა უყიდა, ზოგმა არა, და მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ისეთი, ვინც ბავშვს ალკოჰოლის მავნებლობაზე ლექცია ჩაუტარა.
"კაცია-ადამიანის?!" გადამღები ჯგუფი დიდხანს ეძებდა ვიდეოს გმირს. ის 21 წლის სტუდენტი ერეკლე ლაშხი აღმოჩნდა. გადაცემის სახელით, წამყვანმა ლადო კახაძემ, ერეკლეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.