ნოდარ ხადურმა საკუთარი თავი Iphone 5-ით დააჯილდოვა

ნოდარ ხადურმა საკუთარი თავი Iphone 5-ით დააჯილდოვა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანების ასლს თანამშრომელთა წახალისების შესახებ.

ბრძანება გასულ წელს, 2013 წლის 8 ნოემბერს არის გაცემული და მისი მიხედვით ირკვევა, რომ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საკუთარ თავს, მის სამ მოადგილეს, სამინისტროს ბიუროს უფროსს, სამინისტროს ბიუროს უფროსის ორ მოადგილეს, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს, დავების განხილვების სამსახურის უფროსს და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის ფასიანი საჩუქარი, - მობილური ტელეფონი Iphone 5-ი გამოუწერა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, Ambebi.ge სამინისტროს ბიუროს უფროსს, ხათუნა ივანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც, გავრცელებული ცნობის თანახმად, თავადაც მიიღო საჩუქარი, თუმცა ხათუნა ივანიშვილმა განგვიცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა დაგვპირდა, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს.

კომენტარი| გოგა ხაჩიძე, "ნაციონალური მოძრაობა":

ეს ის პერიოდია ბიუჯეტი რომ 700 მილიონით გაერღვათ!

თქვენ გენაცვალოთ ჩვენი თავი!

აბა როგორ, აბა როგორ...

წყარო: Facebook/com

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა