გაერო-ს წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის დადებული ე.წ. შეთანხმება დაგმეს

გაერო-ს წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის დადებული ე.წ. შეთანხმება დაგმეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება განიხილეს.

რიგი ქვეყნების დიპლომატებმა, მათ შორის აშშ-ის, ლიტვისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის დადებული ე.წ. შეთანხმება, რომლითაც, მათი განცხადებით, დარღვეულია საქართველოს სუვერენიტეტი და, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე პიოტრ ილიჩევმა განაცხადა, რომ "სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ" ე.წ. შეთანხმება გაერო-ს უშიშროების საბჭოზე არ უნდა იყოს განხილული, რადგან ეს ორმხრივი შეთანხმების საგანს წარმოადგენს.

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, მთავარია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხი ფიგურირებს.

"ამ შეხვედრაზე ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ აფხაზეთის რეგიონთან ასეთი ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთი ფაქტობრივად არღვევს გაერო-ს ქარტიის წესებს, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და აფხაზეთის ანექსიისგან გადადგმული ნაბიჯი. აქ მთავარი ის არის, რომ უშიშროების საბჭოს ფარგლებში ჩვენის საკითხი ფიგურირებს და ამ საკითხზე არსებობს მტკიცე პოზიცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა კახა იმნაძემ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დეკემბრის შემაჯამებელი სხდომა გუშინ გაიმართა. მთავარი საკითხი, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს, ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევა იყო.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?