"ბიძინას ბანქო" - ასე ქვია გვერდს "ფეისბუქზე", სადაც იმ პროდუქციის პრომოცია ხდება, რომელიც გაყიდვაში ახალი წლის შემდეგ შემოვა.
ბანქოზე წარმოდგენილნი არიან "ქართული ოცნების" წევრები და სახალისო შარჟებს მინაწერებიც ახლავს.
უცნობია, თუ ვის ეკუთვნის პროექტის იდეა, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ავტორი მოქმედი ქართველი ჟურნალისტია.
გთავაზობთ "ბიძინას ბანქოს" თანდართული ტექტებით.
"მოგეხსენებათ, არსებობს ბევრი რამ, რასაც კუთვნილების განმსაზღვრელად შეიძლება წინ წავუმძღვაროთ - "ბიძინას", მაგალითად: ბიძინას მილიარდები, ბიძინას შუშის კოლბა, ბიძინას ზვიგენი, ბიძინას პინგვინი, ბიძინას ზებრა, ბიძინას ხელის ბიჭები, ბიძინას ფილოსოფია...
ამ გვერდის შემქმნელმა ჯგუფმა მის შექმნამდე იფიქრა: რატომ არ უნდა არსებობდეს ბიძინას ბანქო? ბანქო, რომლითაც, ვთქვათ, ჯოკერს ან ნებისმიერ სხვა თამაშს, თუნდაც, "დურაკას" ითამაშებ?
იფიქრა და, ბიძინასგან განსხვავებით, სიტყვა საქმედ აქცია. ანუ, "ბიძინას ბანქო" არსებობს, მეგობრებო და თქვენ მის გვერდზე იმყოფებით.
ბანქო უკვე დამზადებულია, მალე იქნება გაყიდვაშიც, ამ გვერდის ქოვერად კი თქვენ ხედავთ გამოსახულებას, რომელიც ბანქოს ყველა ქაღალდის უკანა, საერთო მხარეა..."
***
"რახან ძალიან აქტიურობთ, კიდევ ერთ კარტს გიტოვებთ ბიძინას მასტიდან, იმედია, არ გაგიჭირდებათ ჩვენი სატელევიზიო სივრცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების ცნობა..."
Who are the people on the flipside of "Bidzina's Cards"? - Watch the article on georgianjournal.ge