''ნიჭიერის'' ჟიურიმ სანათა ბებოს გული ატკინა - ''რა ტყულად დავხარჯე ემოციები...''

''ნიჭიერის'' ჟიურიმ სანათა ბებოს გული ატკინა - ''რა ტყულად დავხარჯე ემოციები...''

''ნიჭიერის'' მესამე ნახევარფინალში კიდევ ერთხელ ვნახეთ მთიდან გარმონით ჩამოსული სანათა ბებო. მისმა სევდიანმა კაფიებმა მაყურებელში დიდი ემოცია გამოიწვია. სცენაზე ავიდა ნიკა გვარამია და სანათა ბებოს გადაეხვია. ფშავიდან ჩამოსულ მხიარულ ბებოს სიყვარულს ეფიცებოდნენ პროექტის დანარჩენი ჟიურის წევრებიც. თუმცა როცა ჟიურის გადაწყვეტილებაზე მიდგა საქმე, მათ უცხოელი ფეხბურთელი, ია ტრაორე გადაიყვანეს ფინალში. რა ტყუილად დავხარჯე ემოციები, როგორ დავმარცხდიო, დარდობდა კულისებში მოწყენილი სანათა ბებო.

ჩვენ ნახევარფინალის შედეგების გამოცხადებამდე მოვიხელთეთ, როგორც ნიკა გრიგოლიამ თქვა, ყველას ბებო და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- მაღაროს კარში ვცხოვრობ, შვილო, სოფელ ქალილოში, მანდ გავთხოვდი. გარმონზე დაკვრა რომ ვისწავლე მამაჩემის დამსახურებაა. პატარა გარმონი მიყიდა, 15 მანეთი ღირდა. ღორებს, ძროხებს, ცხვრებს რომ ვმწყემსავდი, თან ვღიღინებდი. მერე შინ მოვდიოდი და ამ ჩემს მუსიკას გარმონზე ვაწყობდი. მამა რომ მიხვდა, ამის ნიჭი მქონდა, ქართული გარმონი მიყიდა.

- მასწავლებელი არ გყოლიათ, საკმაოდ რთული ასათვისებელია ეს ინსტრუმენტი.

- არა, შვილო, მასწავლებელი არ მყოლია, მუსიკა მესმის. სმენით ვისწავლე დაკვრა. ჩონგურსაც კარგად ვუკრავ. დედაჩემმა იცოდა გარმონი, მაგრამ ერთ მელოდიას უკრავდა მხოლოდ. ეხლაც მახსოვს, საცეკვაო მელოდია იყო. ეტყობა დედისგან მაქვს ეს ნიჭი. საცეკვაო მუსიკას რომ დავუკრავ, თან ვცეკვავ ჩემი გარმონიანად, ბევრს დავღლი ცეკვით. სკოლაში რომ ვსწავლობდი, ბევრჯერ ვასახელე ჩემი სკოლა, ქების სიგელები და მედლები მაქვს ბევრი მიღებული სიმღერაში.

- რამდენი წლის ხართ?

- 63-ის. ექვსი შვილი მყავს და ათი შვილიშვილი. ყველა გავათხოვე, დავაბინავე. ბიჭი დარჩა დასაბინავებელი, მაგის დარდი მკლავს მარტო.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია