29 წლის ნათია სანთელაძე უკვე ერთი თვეა სეფსისის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია ხერხემალზე. აქვს მწვავე სეფსისი და ინფექციური მენინგიტი. წელს ქვევით დაკარგული აქვს მგრძნობელობა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა. მკურნალობა დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. როგორც Ambebi.ge-ს ნათია სანთელაძის დედამ თამარ ფეიქრიშვილმა განუცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთის კლინიკებთან.
"ნათიას მდგომარეობა მძიმეა. ახლა ექიმების დახმარებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთის კლინიკებთან. ვიცით, რომ მხოლოდ ტრანსპორტირება დაახლოებით 25 ათასი დოლარი ჯდება. მკურნალობაც ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. უკვე ამოვწურეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება და ყველა რესურსი, რაც ოჯახს გააჩნდა. ახლა კი ხელისუფლების, საზოგადოების და ხალხის დახმარების იმედი გვაქვს. ნათია ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს, ძალიან კეთილი შვილი მყავს, ახლა მას სჭირდება თქვენი დახმარება... ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში".
გთხოვთ, გავერთიანდეთ ნათიას დასახმარებლად და ერთად გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000339229700 მიმღების სახელი: ნათია სანთელაძე საკონტაქტო ნომერი: 598118850