ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვაზე მისი უკრაინელი მეგობრებიც იმყოფებიან

ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვაზე მისი უკრაინელი მეგობრებიც იმყოფებიან

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვაზე მისი უკრაინელი მეგობრებიც იმყოფებიან. როგორც ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტებთან აცხადებს, ალეკომ საკუთარი სოცოცხლის ფასად სცადა შეტაკების დროს მეგობრის გადარჩენა, თუმცა ორივე მათგანი დაიღუპა. "სულით პატრიოტი იყო და უკრაინელ სამხედროებთან ერთად იბრძოდა. იმ დღეს, შეტაკება როცა მოხდა, ალეკომ სცადა მისი მეგობრის გადარჩენა, თუმცა მტრის ტყვიამ ორივე შეიწირა. ყველა უკრაინელი მეგობარი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს", - განაცხადა გარდაცვლილი გრიგოლაშვილის ერთ-ერთმა მეგობარმა.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაიაში 18 დეკემბერს დაიღუპა. მას დღეს ქუთაისში დაკრძალავენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია