პარლამენტმა დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებაზე მთავრობას უარი უთხრა

პარლამენტმა დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებაზე მთავრობას უარი უთხრა

პარლამენტმა დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებაზე მთავრობას უარი უთხრა. დეპუტატებმა "საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებას უკავშირდებოდა, მხარი არ დაუჭირეს.

უმცირესობის დეპუტატის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ არ მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოქალაქეები მოეტყუებინა.

"ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი კამათი იყო დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით და ჩვენ არ მივეცით "ქართულ ოცნებას" იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოეტყუებინა ხალხი. დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა ჩვენ შევძლებთ და კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ, რათა კიდევ ერთხელ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ქვეყანაში. ბევრი კანონპროექტი, რომელიც აქამდე მიიღო "ქართულმა ოცნებამ", არის უზარმაზარი შეცდომა და ამას საკუთარ თავზე გრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. დღეს მათ გაცილებით უფრო მეტად უჭირთ და ეს არის რეალობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია