ყველაზე ცნობილი ქართველი მილიონერი სანკტ-პეტერბურგში

ყველაზე ცნობილი ქართველი მილიონერი სანკტ-პეტერბურგში

პეტერბურგში ყველა იცნობს - რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში ბადრი კაკაბაძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველია და ამის მიზეზი მისი აქტიური საქმიანობა და ბიზნესმენობაა. წყალტუბოში დაბადებულმა ბიჭმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლენინგრადის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ინჟინერ-ტექნოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. პირველი სამსახურიც სწორედ ინჟინერ-ტექნოლოგის რანგში დაიწყო და სულ მალე ისეთი თვისებები გამოავლინა, რომ ორიოდ წელში ტექნოლოგიური საამქროს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 1993 წელს ამავე საამქროს ბაზაზე შეიქმნა ღია სააქციო საზოგადოება "პეტროხოლოდი" , რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საკვები პროდუქტით ვაჭრობა და ნაყინის წარმოება-რეალიზაცია შეადგენდა.

დღეისათვის ბადრი კაკაბაძის კუთვნილი "პეტროხოლოდი" 200 სავაჭრო კომპანიათან თანამშრომლობს, რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში კი ქართველი ბიზნესმენის სააქციო საზოგადოება ნაყინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ბადრი კაკაბაძე იმ ბიზნესმენებს მიეკუთვნება, რომლებიც არასდროს ამხელენ საჯაროდ საკუთარ ქონებას. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობებით, ის რამდენიმე მსხვილ რესტორანს ფლობს სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში, რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ ქართველ მილიარდერთა ჩამონათვალში კი 27-ე პოზიციას იკავებდა 500 მილიონი დოლარით.

"ბიზნესის სხვა ბევრი მიმართულებითაც ვმუშაობ, თუმცა ჩემი ძირითადი და მთავარი საქმე სწორედ "პეტროხოლოდია". უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, აქ გამანაწილეს. მერე ისე მოხდა, რომ კარიერაში წარმატებები სწრაფი ტემპებით განვითარდა. გარდაქმნის პერიოდის მერე კი "პეტროხოლოდი" გამოვისყიდეთ და მისი მფლობელი გავხდი", - იხსენებს ქართველი ბიზნესმენი.

90-იანი წლების ბოლოს ბადრი კაკაბაძე სანკტ-პეტერბურგში ქართული ასოციაციის "ივერიას" თავმჯდომარედ აირჩიეს. ქართველთა ასოციაცია რუსეთის იმპერიის დედაქალაქში 1992 წელს დაარსდა. ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, "ივერია" ყველა იმ ადამიანს აერთიანებს, ვინც რუსეთისა და საქართველოს კეთილდღეობის გულშემატკივარია და ამ ქვეყნების მეგობრობისკენ ისწრაფვის.

იხილეთ სტატია სრულად

"ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო... სოცქსელებით ფსევდო-დოკუმენტური ფილმი ვრცელდება..." - მირცხულავას 7 განმარტება ფილმში ასახულ "ტყუილებზე"

"ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს" - რაზე ისაუბრეს დღეს თურნავამ და დავითაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან

ცნობილი გახდა, როდიდან განაახლებს ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან "ვიზეარი"