ერთი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვახუშტის ხიდთან

ერთი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვახუშტის ხიდთან

ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და ხეს დაეჯახა.

"ავტომანქანაში ორი ადამიანი იჯდა, რომელთაგან ერთი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მეორე მგზავრს დაზიანებები არ მიუღია", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა