"სანდრო არ აირჩევს გაუნათლებელ ქალს, მასთან ძალიან მოიწყენს" - თამარ გვერდწითელი შვილის დაოჯახებაზე ფიქრობს

"სანდრო არ აირჩევს გაუნათლებელ ქალს, მასთან ძალიან მოიწყენს" - თამარ გვერდწითელი შვილის დაოჯახებაზე ფიქრობს

მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი და რუსეთის სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელი ახალი წლის მშობლიურ მხარეში, მშობლებთან, ძმასთან და საყვარელ შვილთან ერთად გატარებაზე ოცნებობს. მისი ვაჟის, ალექსანდრე კახაბრიშვილის მიღწევებზე, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, მოსიყვარულე დედას უსასრულოდ შეუძლია საუბარი:

- ის მხოლოდ 27 წლისაა, მაგრამ უკვე ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გახდება. რაც ყველაზე მთავარია, იგი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს, დამოუკიდებლად ცდილობს შეისწავლოს ესპანური ენა, თუმცა, უკვე იცის ქართული, რუსული და ინგლიური. ასევე, ოცნებობს ისწავლოს ფრანგული.

- თქვენი შვილი ჯერ ამერიკაში სწავლობდა, ახლა დიდ ბრიტანეთში, გენატრებათ ალბათ...

- რა თქმა უნდა, მენატრება. მეც მენატრება, დედაჩემსაც და ყველა ახლობელს. მაგრამ არსებობს ტელეფონი და ყოველ დღე გვაქვს ურთიერთობა. დედაჩემიც ურეკავს კვირაში ორჯერ. თუმცა, სანდროს დანახვა და ჩახუტება, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა.

- ასეთ წარმატებულ ახალგაზრდა მამაკაცს თუ ყავს მეგობარი გოგონა?

- ახლა ის სწავლითა და საკუთარი თავის სრულყოფითაა დაკავებული. მაგრამ მე, როგორც დედა, ზოგჯერ ვფიქრობ იმაზე, რომ ცოლს მოიყვანს, ოჯახი და შვილები ეყოლება. სიმართლე რომ ვთქვა, ყველაზე ნაკლებად იმაზე ვფიქრობ, რომ მისი მეუღლე უცხოელი იქნება. დიდი ალბათობით, გოგონა ჩვენიანი, ჩვენთან გენეტიკურად ახლოს მყოფი იქნება. ქართველი ან ვიღაც, ჩვენი მსგავსი. სანდრო არ აირჩევს გაუნათლებელ ქალს, მასთან ხომ ძალიან მოიწყენს, პრიმიტიულ ადამიანებთან ძალიან გაუჭირდება.

მომზადებულია sobesednik.ru l-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში

მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილის აქამდე უცნობი ფოტოები - ლეას, რომელიც საქართველოში იზრდება, პოპულარულ ბაბუას ამსგავსებენ

"მუსიკოსებსაც რა ვუთხრა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან" - "ბასიანის" თანადამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი