მთელი მსოფლიოს ე.წ. "კანონიერი ქურდები" მოსკოვში იკრიბებიან

მთელი მსოფლიოს ე.წ. "კანონიერი ქურდები" მოსკოვში იკრიბებიან

რუსეთის დედაქალაქს დსთ-სა და ევროპის ქვეყნების ე.წ. "კანონიერი ქურდები" ესტუმრნენ. ისინი მონაწილეობას იღებენ ე.წ. "კრიმინალური გენერლების" ყრილობაში, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კრიმინალურ კრებად ჩაითვლება.

სანდო წყაროს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, მოსკოვში უკვე ათეულობით "გავლენიანი" კრიმინალი ჩავიდა. მათ შორისაა დავით სებისკვერაძე, რომელიც წლებია საბერძნეთში ცხოვრობს და რიგ ევროპულ ქვეყნებში "მაფიის" საქმეებს განაგებს. გარდა ამისა, ყრილობას ვაჟა ბიგანიშვილიც დაესწრება, რომელიც ძირითადად ევროპასა და ყაზახეთში "მოღვაწეობს" და "კრიმინალურ წრეებში" საკმაოდ განთქმული ავტორიტეტია.

"ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება, სავარაუდოდ, შეკრება ახალ წელს გაიმართება", - აცხადებს წყარო.

"შეკრების" ორგანიზატორი რუსული მაფიის "ბოსი" შაქრო კალაშოვია, რომელიც თავყრილობაზე მაფიოზურ წრეებში არსებულ კონფლიქტებს განიხილავს. კრებაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, სპეციალური წერილების სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაიგზავნება. წერილს ხელს 100-მდე კრიმინალური ავტორიტეტი მოაწერს, რის გამოც, მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება.

მომზადებულია rosbalt.ru-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ