რით დაიღალა ნანუკა ჟორჟოლიანი -''ნიჭიერმაც'' ძალიან იმოქმედა…''

რით დაიღალა ნანუკა ჟორჟოლიანი -''ნიჭიერმაც'' ძალიან იმოქმედა…''

ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ გადაცემას უძღვება, ინტერნეტტელევიზია შექმნა, ''ნიჭიერის''ჟიურის წევრია, მოკლედ, აქტიურად ცხოვრობს.

ნანუკა ''ნიჭიერის''მეორე ლაივკონცერტზე შესვენების დროს მოვიხელთეთ, მასთან ინტერვიუც სწორედ ამ პროექტით დავიწყეთ და სხვა თემებზეც გადავინაცვლეთ.

- ნანუკა, შენი რეაქცია ვნახე, ძალიან გაბრაზდი მძლეოსანი კორნელის გამოსვლაზე?

- არ გავბრაზდი, უბრალოდ, ასეთ რაღაცებს ვერ ვუყურებ. არა მგონია, რამე ღირდეს სიცოცხლის გარისკვად. აქ იყო რისკი, ამაში მგონი, დამეთანხმებით. საკუთარი სიცოცხლე შოუს გამო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენო.

- მოცეკვავეთა ჯგუფ''ლილეზე''რას მეტყვი?

- თავიდან შოუს შემქმნელებმა ჟიურის წევრები არ გაგვაფრთხილეს და ამის გამო იაღლიში დაგვემართა. საოცარი ნიჭია, უმუსიკოდ ასე იცეკვო. ვგულშემატკივრობ ამ სიცოცხლით სავსე გოგონებს. არანაირი დაბრკოლება არ აშინებთ. საოცრად ვაფასებ ასეთ ადამიანებს. ეს გოგონები გადაცემაშიც მოვიპატიჟე.

- გადაცემაში გყავდა ტომას ჯალაკიც...

- ძალიან მაგარი ბიჭია. უნდოდა, პოპულარული გამხდარიყო და ეს მოახერხა კიდეც. ბევრი ცნობილი ადამიანისგან განსხვავებით, ეს აკრძალული გზით არ გააკეთა. ფეხი არავისთვის დაუდია, ცუდი არავისთვის გაუკეთებია. შოუ დადგა და წავიდა. ერთადერთი, რაც ამ ბიჭს ვერ გავუგე, იყო რევანში გარდაცვლილ მამაზე.

- ია ფარულავასთან ფლირტიც გაუპროტესტე.

- გათხოვილ ქალთან ფლირტი როგორ შეიძლება?!

- გადაცემაში გყავდა ტაქსისტი კარუზოც.

- ჰო, ეს ყველაზე სკანდალური გადაცემა აღმოჩნდა, თუმცა დღესაც იმავე აზრზე ვრჩები. მესმის ადამიანების დამოკიდებულება, რომ რელიგიურ თემაზე ხუმრობა არ შეიძლება, თუმცა ჩემი რეპლიკა, მეშინია არ მომადგნენ, ხუმრობა არ ყოფილა. უბრალოდ, თემა იყო აქტუალური და საზოგადოების დამოკიდებულებაც ამის გამო აღმოჩნდა სენსიტიური.

- მართლა გეშინოდა?

- როგორ გითხრა, ზოგჯერ არის გადაცემები, როდესაც ერთი მხარე გყავს მოწვეული, ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ მეორე მხარე უკმაყოფილი რჩება. მერე რეკავენ და პრეტენზიას გამოხატავენ. ეს მათი უფლებაა. სწორედ ამას ვგულისხმობდი, ეს რეაქცია მქონდა კარუზოს შემთხვევაშიც.

- კარგი,''ნიჭიერს''დავუბრუნდეთ, გავიგე, შენს შვილს, საბას, გაუპროტესტებია პავლოვიჩის გადაყვანა ნახევარფინალში.

- ჰო, გაბრაზდა, რატომ გადაიყვანეთ, უზრდელია, ტრაკი თქვაო. მოსწონს "ნიჭიერი". დაინტერესებული იყო, რა ჰქონდა მკერდში სიუზანს. სილიკონი ვერ ავუხსენი, ვერ გაიგებდა და ვუთხარი, გირები უდევს-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია