რუსული მედია - ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა

რუსული მედია - ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა

რუსული ენერგოკომპანია "როსნეფტი" ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კუთვნილი "პეტროკას ენერჯის" აქციების 49%-ს შეიძენს.

"როსნეფტის" ინფორმაციით, კომპანიამ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში "როსნეფტის" პროექტების რეალიზაციის მიზნით.

"ამ გარიგებით "როსნეფტი" საგრძნობლად გააფართოებს საკუთარ არსებობას ამიერკავკასიაში, გაზრდის საქმიანობის გეოგრაფიას", - ნათქვამია "როსნეფტის" განცხადებაში. "როსნეფტის" ოფიციალურ ვებგვერდის მიხედვით, დავით იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ეს გარიგება "პეტროკასის" წარმატების კიდევ ერთი დასტურია.

რუსული მედიის ინფორმაციით, "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა.

დავით იაკობაშვილის კუთვნილი Petrocas Energy Group ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული. კომპანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 140-მდე ავტოგასამართ სადგურს, ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია