რატომ დაჭრეს მონასტერში მოშინაურებული მგელი და როგორ აღმოჩნდა ის საახალწლოდ ძაღლთა თავშესაფარში

რატომ დაჭრეს მონასტერში მოშინაურებული მგელი და როგორ აღმოჩნდა ის საახალწლოდ ძაღლთა თავშესაფარში

ცოტა ხნის წინ ერთი მარტოხელა მგლის შესახებ გიამბეთ, რომელიც დავათის ტყეში, მონასტერთან ახლოს ბინადრობდა. უფრო სწორად, მას აღნიშნული მონასტრის სასულიერო პირი მამა იაოანე ზრდიდა და ტაძრის მრევლის წევრებიც იშინაურებდნენ. უცნაურია, მაგრამ მგელი არავის ერჩოდა და გარშემომყოფების დიდ სიყვარულს იმსახურებდა. ის იქ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის მიუყვანიათ. მოკლედ, ერთი კვირის წინ, მგელი ვიღაცამ თვალში დაჭრა, რის შემდეგაც მამა იოანემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, - მგელი თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გადაეყვანათ, სადაც ცხოველი ავისმქმნელებისგან დაცული იქნებოდა.

გვესაუბრება "პალიტრა ტვ"-ს ოპერატორი - ბექა მშვილდაძე, რომელიც იმ ტაძრის მრევლია და მის აშენებაში მონაწილეობაც აქვს მიღებული:

- ერთი თვის წინ დიდი აღტაცებით მელაპარაკებოდი მგელზე, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ თვალში დაჭრა. ხომ შეიძლება ეს მონადირეც ყოფილიყო?

- ეს მონადირის იარაღით ნასროლი არ არის, რადგან არ არის სასიკვდილო, მიუხედავად იმისა, რომ მან მარცხენა თვალი, ისე დაუზიანდა, რომ პრაქტიკულად დაკარგა. მოკლედ, ტირის თოფით არის ნასროლი. ტირის თოფი კიდევ მგელს არ კლავს... ცხოველი მეგობრული იყო, ხალხთან ახლოს მიდიოდა, არაფერს ერჩოდა, არავის ესხმოდა, მაგრამ არ დაინდეს, ესროლეს.

ეს ვერაგობაა, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.  

- როგორც ცნობილია, თამაზ ელიზბარაშვილის აღლების თავშესაფარშია გადაყვანილი.

- მამა იოანეს თხოვნით, ის ჩამოიყვანეს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში. ვოლიერშია მოთავსებული. პირველ ორ დღეს, რომ არ ჭამდა, ცუდად იყო, მაგრამ შემიძლია დავამშვიდო ხალხი, რომ უკეთესად არის. ცხადია, ამაზე არც ნერვიულობს, ვინც ის დაჭრა.

მამა იოანე მის სანახავად მივიდა, გალიაში მოინახულა, მოეფერა და მგელმა საჭმელი შეჭამა. ამ დღეებში მეც უნდა ვესტუმრო, მორიგეობა გვაქვს დაწესებული. შეეჩვია იქაურობას, მომვლელსაც. თუ კარგად გამოიზამთრა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მგლის ადგილი ტყეშია და ამიტომაც ტყეში ვზრდიდით, ერთ სივრცეში არ გვყავდა ჩაკეტილი. ჰოდა, ნაკრძალში გავუშვებთ, თუ სად, ამაზე არაფერს ვიტყვი. ასე რომ, ჩვენი მგელი საახალწლოდ დაჭრეს, ვოლიერშია და იმ უვნებლობისთვის ასე დასაჯეს...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია