სად დავაყენოთ მანქანა 31-ში?

სად დავაყენოთ მანქანა 31-ში?

ახალი წლის ღამეს ფოიერვერკზე უარს, რა თქმა უნდა, არავინ ამბობს. ბევრი 31 დეკემბრის ღამის 12 საათამდე ვერც ითმენს და მანამდე, ხშირად რამდენიმე დღით ადრეც იწყება აფეთქებები. თუმცა ფოიერვერკების კასკადი სწორედ 31-ში, ღამის 12-ზე იწყება და მანამდე, 31 დეკემბრის საღამოს ბევრს უტრიალებს თავში კითხვა - სად დავაყენო ავტომობილი?

მართალია, ავტომობილს ვერცერთი საახალწლო ფოიერვერკი ვერ ააფეთქებს (მანქანის ქვეშაც რომ შევარდეს, საწვავის ავზს ვერაფერს ავნებს), მაგრამ საღებავის დაზიანება კი შეუძლია და, თანაც, სერიოზულად. ამიტომაცაა აქტუალური კითხვა, თუ სად უნდა დავაყენოთ ავტომობილი ახალი წლის ღამეს.

თბილისში პარკინგი ისედაც ჭირს და თუ საკუთარი ავტოფარეხი არ გვაქვს, მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილის პოვნა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ სხვა რა გზაა - უნდა ვეძებოთ. თუ ფარეხი არ გაქვთ, შეეცადეთ, ავტომობილი ხის ქვეშ მაინც დააყენოთ. განსაკუთრებით სახიფათოა მანქანის ეზოში, აივნების წინ გაჩერება, რადგან ასაფეთქებლებს სწორედ აივნებიდან ყრიან და ფოიერვერკებსაც აივნებიდან უშვებენ. თუ მოახერხებთ და ავტომობილს სპეციალურ გადასაფარებელს გადააფარებთ, ამით საღებავს დაიცავთ.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქ დაზიანებებს მარტივი პოლირებით უპრობლემოდ ამოიყვანთ, მძიმე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას კი ფრთხილად უნდა იყოთ, რომ საღებავი უარესად არ დააზიანოთ. აღსანიშნავია, რომ ახალი წლის ფოიერვერკებით მიყენებული დაზიანებების ხარჯს დაზღვევა ყოველთვის არ ანაზღაურებს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია