2015 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება

2015 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება

2015 წლის დასაწყისში ერთ-ერთი მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის წარდგენა და დამტკიცება იქნება.

მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს და უზენაესი სასამართლოს კიდევ ორ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურებათ.

მათ შემცვლელეთა წარდგენის ექსკლუზიური უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს. დამტკიცებისთვის კი საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლეობა - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

კოტე კულბაშვილის სავარაუდო შემცვლელთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. ითქვა რამდენიმე პოლიტიკოსის გვარიც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ კონსულტაცია არც ერთ კონკრეტულ კანდიდატურასთან არ დაწყებულა. თავად გიორგი მარგველაშვილთან დაახლოებულ წყაროთა ცნობით, პრეზიდენტის სურვილია, პარლამენტს შესთავაზოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ისეთი კანდიდატურა, რომლის სახელიც არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებული არ იქნება, ამასთან, იქნება სამართლის მაღალი რანგის სპეციალისტი, ცნობილი პრინციპული და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ