აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 14 წლის მოზარდის კი - მძიმე. ამ დროისთვის დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში, 2 – აბაშაში, 2 - ზუგდიდში, 2 - სამტრედიაში, ხოლო 14 წლის ბიჭი კი თბილისში, იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. [დეტალები].