ავარიის დროს დაშავებული 14 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ავარიის დროს დაშავებული 14 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

სოფელ მარანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 14 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.

"შემოსვლისას უგონო მდგომარეობაში იყო, ახლა მართვით სუნთქვაზეა. ჩაუტარდა კვლევები თავის ტვინის, მუცლის, გულმკერდის არეში. თავში ჰემორაგია არ არის და თავის მხრივ საოპერაციო არაა. გულმკერდზე არის ლავიწის ძვლის მოტეხილობა, ასევე ტერფის მეორე ფალანგის მოტეხილობა", - განაცხადა ექიმმა თამარ გურეშიძემ.

გუშინ აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩაქროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შეამჩნია. ამ დროისთვის დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოშია, 2 – აბაშაში, 2 - ზუგდიდში, 2 _ სამტრედიაში, ხოლო 14 წლის ბიჭი კი თბილისშია გადმოყვანილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია