დიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ახალი ვერსია ვრცელდება

დიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ახალი ვერსია ვრცელდება

დიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად, გაზით გაგუდვაც სახელდება, - ამის შესახებ ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების ცხედრების პროზექტურაში გადასვენების შემდეგ, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლოა საქმე არა მკვლელობასთან, არამედ გაზით გაგუდვასთან გვქონდეს. საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუსრულებიათ. ცხედრები კი, ექსპერტიზაზე ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მეზობლები ძმების მიმართ მუქარაზეც საუბრობენ. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მუქარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ძმისგან ჰქონდა.

"ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ", - განაცხადა მეზობელმა.

არსებული ინფორმაციით, ძმებ ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ. ოფისი კი, საცხოვრებელი სახლის წინ არის.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე და დენის ატარშიკოვები სამსახურში არ მივიდნენ, რის შემდეგაც თანამშრომლებმა ისინი სახლში გარდაცვლილები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, ძმები დააყაჩაღეს და მოკლეს.

ჯერ უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. შსს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ