ნათელა პატარქალიშვილი პატრიარქს: "თქვენ გადამატანინეთ შვილის სიკვდილი"

ნათელა პატარქალიშვილი პატრიარქს: "თქვენ გადამატანინეთ შვილის სიკვდილი"

საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება დასრულდა. მოქალაქეებისათვის ღონისძიების ბოლო ნაწილი საპატრიარქოს ეზოში გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოს ეზოში ჩაბრძანდა, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ უწმინდესისთვის იუბილე მიელოცათ. შესრულდა საგალობლები, ხალხური სიმღერები, უწმინდესს მიუძღვნეს ლექსები. პატრიარქმა დალოცა სრულიად საქართველო და შეკრებილებს მიმართა ყველას ერთად ეთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე". პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს ეზოში შეკრებილებმა ღვთისმშობლისადმი ლოცვა სამჯერ წარმოთქვეს.

უწმინდესს 82 წლის იუბილე საპატრიარქოში დღეს საზოგადო მოღვაწეებმა და სასულიერო პირებმა მიულოცეს.

პატრიარქს ბადრი პატარკაციშვილის დედამ, ნათელა პატარკაციშვილმა მიმართა და უთხრა, რომ მის შვილს პატრიარქი მამასავით უყვარდა. "თქვენ გადამატანინეთ შვილის სიკვდილი", - ასე მიმართა ბადრი პატარკაციშვილის დედამ ილია მეორეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია