ე.წ. "უდოს" კომისია უქმდება

ე.წ. "უდოს" კომისია უქმდება

პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილობრივი საბჭოები მიიღებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისია – ე.წ. უდოს კომისია, უქმდება.

"უდოს" კომისიის გაუქმებას "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწისნებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მომზადდა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუმარტეს, პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებზე ადგილობრივი საბჭოები მოწესრიგებულად მუშაობს, მუდმივმოქმედი კომისია კი ცალკე მდგომი ორგანო იყო, რომელთან დაკავშირებითაც ანალიზმა მისი გაუქმების მიზანშეწონილობა აჩვენა. უწყებაში აცხადებენ, რომ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, სისტემა ერთიანი იქნება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია საბჭოს საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა და პატამართა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან თუ სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწვეტილებებს თავადაც იღებდა. ე.წ. უდოს კომისია შვიდი წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან დეპუტატები უმრავლსობიდან და უმცირესობიდან, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და არასამთავრობო ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი და სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ