გიორგი მარგველაშვილი დედასთან ერთად - ემოციური ფოტოს ისტორია

გიორგი მარგველაშვილი დედასთან ერთად - ემოციური ფოტოს ისტორია

ინტერნეტში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელმაც ათასობით ინტერნეტმომხმარებელში დადებითი ემოციები გამოიწვია.

გიორგი მარგველაშვილის და დედამისის, მზია გომელაურის ფოტოს ავტორი ლია ბაგრატიონია და ავტორმა ფოტო ქსელში თავადვე გაავრცელა. "შემთხვევით გამომივიდა", - ასე პასუხობს ბაგრატიონი კომპლიმენტებს.

მზია გომელაური ფართო საზოგადოების წინაშე შვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის დღეს ოჯახის წევრებთან ერთად გამოჩნდა. ის იშვიათად კონტაქტობს პრესასთან, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი "პალიტრა TV"-ს გადაცემა "ემას შოუში" შვილის მიერ ნათქვამ ცნობილ ფრაზას - "მე პლასტელინის კაცი ვარ",  გამოეხმაურა.

"სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მეტკინა გული. შეიძლება საკუთარი თავი ისე გაწირო, რომ პლასტელინი იმ კონტექსტში ახსენო, როგორც შემდეგ გიორგის კონკურენტებმა გაახმოვანეს? გადახედეთ ამ კაცის წარსულს. 9 წლის განმავლობაში იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ. განათლების მინისტრობის დროს მთელ გამომცემლებს დაუპირისპირდა იმისთვის, რომ სკოლაში წიგნები უფასოდ დაერიგებინათ. ბენდუქიძეს მხოლოდ იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ითხოვდა, ერთი წლის ნაცვლად, ხუთი წელი ჰქონოდა სტუდენტს ფულის გადახდის ვადა. და არაერთი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება", - განაცხადა პრესასთან ლია გომელაურმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია