100 ახალი კუბო - ნაძალადევის გამგეობა წლის პირველი შენაძენისთვის ტენდერს აცხადებს

100 ახალი კუბო - ნაძალადევის გამგეობა წლის პირველი შენაძენისთვის ტენდერს აცხადებს

ნაძალადევის გამგეობა 100 კუბოს შეძენას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი რაიონის მუნიციპალიტეტმა დღეს გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, ჩასასვენებელი სტანდარტული ზომის და წიფლის უნდა იყოს გამოკრული სარჩულით. კუბოებთან ერთად დაგეგმილია იგივე რაოდენობის სუდარის შესყიდვა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, კუბოების შეძენა ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და გაჭირვებული გარდაცვლილი მოქალაქეებისთვის ხდება.

კუბოებს გამგეობა ტენდერში გამარჯვებული კომპანიიდან მოთხოვნისთანავე, ეტაპობრივად – 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიიღებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია