დედა ამ ყველაფერს საკმაოდ უემოციოდ შეხვდა -დაკარგული ბავშვი და გულისხმიერი პატრული

 დედა ამ ყველაფერს საკმაოდ უემოციოდ შეხვდა -დაკარგული ბავშვი და გულისხმიერი პატრული

ფოტო, რომლის გადაღების ამბავსაც ახლა მოისმენთ, ახალგაზრდა ფოტოგრაფს, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილს ეკუთვნის. როგორ დაიკარგა ბავშვი და როგორ დაუბრუნეს იგი დედას, ამის შესახებ ფოტოს ავტორისგან გავიგებთ.

- პროფესიით ფოტოგრაფი და ამავე დროს, ჟურნალისტიც ვარ. ფოტო ჩემი გადაღებულია. სანამ აღნიშნული ფოტოს ისტორიას მოგიყვები, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როცა ეს ფოტო ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე დავდე, "ქართული ოცნების" "ფეისბუკ"-გვერდმა დაუკითხავად აიღო და პოლიტიკური პიარისთვის, უნებართვოდ, საავტორო უფლებების დარღვევით გამოიყენა. რაც მიმაჩნია, რომ საკმაოდ ცუდი საქციელია.

- რა მოხდა მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდა 3 წლის ბავშვი ქუჩაში მარტო?

- გვიან საღამოს, სადღაც 11 საათზე, კაფე "გალერიში" მივდიოდი. იქ ჩემი მეგობრები უკრავენ მათი მოსმენა მინდოდა. რუსთაველის მეტროს მოპირდაპირე მხარეს, ფილარმონიის მხრიდან მოვდიოდი. დავინახე, რომ ერთ-ერთი ეზოს არკიდან პატარა ბავშვმა გამოირბინა და ტროტუარზე გაჩერდა. ცოტა ხანს იდგა, მერე გზაზე გადასვლა გადაწყვიტა. სწორედ იმ მომენტში ტაქსი გაჩერდა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და პატარა ბიჭი ხელში აიტაცა. რომ არა ტაქსის მძღოლი, კაცმა არ იცის, იმ ბავშვს რა ბედი ეწეოდა. მომენტალურად შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გაჩნდა და წამებში მათ მეც მიუახლოვდი. ბავშვი ნამტირალევი იყო. დედას ეძებდა.

- სახელი და გვარი გითხრათ? როგორ იპოვეთ ბავშვის დედა?

- კი, გვითხრა. ანდრია ერქვა. გვარს შეგნებულად არ ვიტყვი. პატრულთან ერთად, პატარა ანდრიას მეც გამოვკითხე როგორ აღმოჩნდა ქუჩაში. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ პატრულის თანამშრომლები უაღრესად ადამიანურები აღმჩნდნენ. მათი მიდგომა ძალიან მომეწონა. ანდრიამ ვერ გვითხრა სად ცხოვრობდა, არ იცოდა საკუთარი სახლის მისამართი. იმ დროს, როდესაც ანდრიას ადგილსამყოფელს ვარკვევდით, იმ უბნელი ბიჭებიც მოვიდნენ და ერთიანი ძალებით დავიწყეთ ანდრიას საცხოვრებელი სახლის ძებნა. ფოტოზე სწორეს ის მომენტია ასახული, როცა პოლიციელს ანდრია იქვე, ერთ-ერთ მაღაზიაში მიჰყავს - იქნებ გამყიდველმა მაინც იცნოს ბავშვიო. მაღაზიაში ბავშვი იცნეს, მაგრამ ვერ გაიხსენეს, ვისი შვილი იყო და სად ცხოვრობდა. პატრულს ვუთხარი, რომ ბავშვი მეტროს მოპირდაპირე სახლის სადარბაზოდან გამოვიდა. ბოლოს იმ სახლის სადარბაზოსთან დავდექით და გამვლელების გამოკითხვა დავიწყეთ. ბოლოს, ერთმა ქალმა ანდრია იცნო და ბავშვის დედას დაურეკა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია