რა ღირს სიცოცხლე? - ასე გადაურჩა სიკვდილს საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი

რა ღირს სიცოცხლე? - ასე გადაურჩა სიკვდილს საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი

რამდენად შეაფასებდით საკუთარ სიცოცხლეს? ერთი შეხედვით მარტივი კითხვაა, რადგან თანამედროვე სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს და შეიძლება, სულაც სადაზღევო კომპანიის მეშვეობით მოხდეს რომელიმე კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის შეფასება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, ნებისმიერი თქვენგანისთვის, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობს, მსგავსი შეკითხვა დამაბნეველი და დასაფიქრებელი იქნება.

საკითხი შეიძლება ფილოსოფიურიც გახდეს, როდესაც გზის სავალი ნაწილიდან გადასული, გაჩერებულ ავტომობილში შენთვის ზიხარ, გვერდით მჯდომ კოლეგას ესაუბრები და უცებ უკანა ხედვის სარკეში დაინახავ, რომ სატვირთო ავტომობილი გიახლოვდება და, თანაც, ეს ყველაფერი წამებში ხდება. არამგონია, ამ დროს საკუთარი სიცოცხლის, ან სხვა რაიმე უფრო მატერიალურის ღირებულებაზე იფიქრო.

წამები სწრაფად გარბიან და იმის მოფიქრებასაც ვერ ასწრებ, რომ შეჯახება გარდაუვალია! შეიძლება, უკვე იმაზე ფიქრმაც გაგირბინა თავში, როგორ გიყვარდა სიცოცხლე და კიდევ რამდენი რამ გაქვს გასაკეთებელი - საერთოდ რამეზე ფიქრს თუ მოასწრებს ადამიანი ამ დროს...

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია