"იყო საშიშროება, რომ ზვავში მიკროავტობუსი მოყოლილიყო" - დიდთოვლობა და თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები

"იყო საშიშროება, რომ ზვავში მიკროავტობუსი მოყოლილიყო" - დიდთოვლობა და თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები

ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლენტეხისა და ცაგერის გამგებლებმა ამირან ჯამბურიძემ და რევაზ ბენიძემ განუცხადეს.

"დიდთოვლობის გამო გარკვეულ ადგილებში პატარ-პატარა ზვავი ჩამოდის, თუმცა ამ ეტაპზე საშიში არაფერია. არსებობდა საშიშროება, რომ ერთ-ერთ ზვავში მიკროავტობუსი მოყოლილიყო, თუმცა მან გაასწრო. შესაბამისად, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან", - განაცხადა ამირან ჯამბურიძემ.

მისივე განმარტებით, ლენტეხის გარკვეულ ადგილებში რამდენიმე ავტომანქანაა ჩარჩენილი, რომელთა სხვა ტერიტორიაზე გადასაყვანადაც მუშაობა მიმდინარეობს.

თოვლი ჩამოწვა კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზეც. თოვლში ჩარჩენილებს საკვებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოამარაგებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, მინისტრის გადაწყვეტილებით, კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილი მოსახლეობის საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.

"სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან ფასანაურისკენ გავიდნენ", - აცხადებენ შსს-ში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია