როდის შეწყდება ძლიერი ქარი თბილისში - ამინდის უახლესი პროგნოზი

როდის შეწყდება ძლიერი ქარი თბილისში - ამინდის უახლესი პროგნოზი

თბილისში ძლიერი ქარია. ქარის სიჩქარე წამში საშუალოდ 20 მეტრს შეადგენს. თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ძლიერ ქარს ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია და მთელი ღამის განმავლობაში არც ერთი გამოძახება არ დაფიქსირებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს, ქარი თბილისში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ხოლო დღის მეორე ნახევარში შესაძლოა თბილისში ნალექი, მცირე თოვის სახით.

უამინდობაა მთელი საქართველოს მასშტაბით. გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილის ნინო წვერავას ინფორმაციით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, თუმცა შტორმის შესახებ ინფორმაცია სამმართველოში არ შესულა.

ასევე ნახეთ| ყაზბეგი დიდთოვლობის გამო საკვები პროდუქტების გარეშე რჩება - გამგებელი დახმარებას ითხოვს

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია