ყაზბეგი დიდთოვლობის გამო საკვები პროდუქტების გარეშე რჩება - გამგებელი დახმარებას ითხოვს

ყაზბეგი დიდთოვლობის გამო საკვები პროდუქტების გარეშე რჩება - გამგებელი დახმარებას ითხოვს

ყაზბეგში საკვები პროდუქტების მარაგი იწურება, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი ქირიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მაღაზიებში საკვები პროდუქტების მარაგი 2-3 დღეში შესაძლოა მთლიანად ამოიწუროს. მისივე თქმით, პურის მარაგი 2 დღეში უკვე აღარ იქნება. ამასთან, ქირიკაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობაში საკვები პროდუქტების მხრივ ამ დროისთვის პრობლემა არ არის.

"მოსახლეობაში ჯერჯერობით საკმარისი მარაგია. მაღაზიებში საკვები პროდუქტების შევსება ამინდიდან გამომდინარე ვერ ხერხდება. ვეტმფრენმა უნდა ჩამოიტანოს პროდუქტები, თუმცა ხილვადობა საერთოდ არ არის. მარაგის პრობლემა შეიქმნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის იქით არსებულ სოფლებსა და სტეფანწმინდაში", - განაცხადა ქირიკაშვილმა.

ყაზბეგში დიდთოვლობა უკვე მესამე დღეა გრძელდება. დიდთოვლობის გამო დაკეტილია გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია