ფოტორეპორტაჟი: როგორ გამოიყურება მლეთა-გუდაური დიდთოვლობის შემდეგ (+22 ფოტო)

ფოტორეპორტაჟი: როგორ გამოიყურება მლეთა-გუდაური დიდთოვლობის შემდეგ (+22 ფოტო)

ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად აღდგა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა ორმხრივად აღდგა. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ასევე, მლეთა-სეთურებზე და ქვეშეთი-სეთურებზე გადაადგილების დროს ავტოტრანსპორტის გაჩერება იკრძალება. ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი მლეთა-გუდაურიდან

იხილეთ ვიდეო: დიდთოვლობა მლეთაში ციდან ულამაზესი სანახავია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია