პორტუგალიაში ქართველებს ასამართლებენ - ხმაურიანი პროცესი ბინების ძარცვის გამო

პორტუგალიაში ქართველებს ასამართლებენ - ხმაურიანი პროცესი ბინების ძარცვის გამო

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრს ერთდრულად ასამართლებენ. მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან და პატიმრობაში უკვე მეორე წელია იმყოფებიან.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს ბრალად 2008 -2013 წლებში საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ქალაქების - ლისაბონისა და სეტუბალის მცხოვრებთა კუთვნილი ბინების ძარცვა ედებათ. დაჯგუფების ბევრი წევრი პორტუგალიაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ჩავიდა, რათა თავი აერიდებინა იტალიის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მართლმსაჯულებისთვის.

ბრალდების თანახმად, დანაშაულებრივი დაჯგუფება ერთდროულად იმართებოდა დასავლეთ ევროპაში არსებული კლანების მიერ და ასევე, მოსკოვიდან. ისინი რუსეთსა და საქართველოში დიდ თანხებს რიცხავდნენ.

წინასწარი ვარაუდით, დღეს დაწყებული სასამართლო რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ