ნინო დარბაიძე დის გადასარჩენად მოსახლეობას დახმარებას სთხოვს. როგორც ის აცხადებს, მის დას, ნონა დარბაიძეს დაუდგინდა უმძიმესი დიაგნოზი - მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია.
"ჩემს დას 6 თვის წინ დაუდგინეს ეს დიაგნოზი. თავიდან უბრალო მოწამვლა გვეგონა, თუმცა რამდენიმე დღეში გამოკვლევებმა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია გვიჩვენა. მას შემდეგ ებრძვის ნონა ამ მძიმე ავადმყოფობას. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენს დასახმარებლად, თუმცა გვეუბნებიან, რომ ერთადერთი გამოსავალი ძვლის ტვინის გადანერგვაა, რაც 250 ათას ევროზე მეტი ჯდება. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამჟამად ნონა დიღომში, ემერჯენსის კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში წევს, ყოველდღიურად მინიმუმ 200 ლარი სჭირდება. მოგეხსენებათ, ასეთ მძიმედ ავადმყოფებს განსაკუთრებული დიეტური კვება ესაჭიროებათ, გარდა ამისა გამოკვლევები და მედიკამენტები საკმაოდ ძვირია, რისი საშუალებაც ჩვენს ოჯახს უკვე აღარ აქვს", - აცხადებს ნინო დარბაიძე და მოსახლეობას დახმარებისთვის მიმართავს.
როგორც ნონა დარბაიძემ გვიამბო, დასახმარებლად "სოლიდარობის ფონდსა" და "დიტო ცინცაძის სახელობის ფონდს" მიმართა, თუმცა ორივეგან ერთი და იგივე პასუხი მიიღო - სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ 16 წლამდე პაციენტებს შეგვიძლია გავუწიოთო დახმარებაო.
"მესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, ეს დაავადება ძალიან დიდ თანხას საჭიროებს და ასეთი პაციენტები საქართველოში ათასობით არიან. მაგრამ რა დააშავა ჩემმა 33 წლის დამ , მას ხომ 7 წლის გოგონა ეზრდება..."
დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა საქართველოს ბანკის ანგარიშზე:GE90BG0000000853262600
მიმღების დასახელება: დარბაიძე ნინო