სამსაათიანი ძებნის შემდეგ ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი იპოვნეს

სამსაათიანი ძებნის შემდეგ ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი იპოვნეს

ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი, ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "მთის კურორტების განცითარების" კომპანიიდან აცნობეს, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი 11 წლის მოზარდი კურორტ დიდველიდან, ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად, ტაბაწყურის მიმართულებით გადავიდნენ.

მათივე ინფორმაციით, სამსაათიანი ძებნის შემდეგ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მათ ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ძლიერი ქარის, ნამქერისა და ცუდი ხილვადობის გამო, ტექნიკა აღნიშნულ წერტილთან ვერ მიდის. თუმცა ისინი მაშველებს ფეხით ამოყავთ,"-აცხადებს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციას დაახლოებით ორი საათი დასჭირდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია