"ჯაან გოიმი ვარ, საშინელებად რომ არ მომჩვენებია შობის ქადაგება?" - ინგა გრიგოლია პატრიარქის მლანძღველებმა აღაშფოთა

"ჯაან გოიმი ვარ, საშინელებად რომ არ მომჩვენებია შობის ქადაგება?" - ინგა გრიგოლია პატრიარქის მლანძღველებმა აღაშფოთა

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლესა და მასზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება.

"არც შემწვარი გოჭი მქონია ახალ წელს და არც მოხარშული ღორის თავი გადამიგორებია საშობაოდ... ძალიან ყურადღებით ვუსმენდი წუხელ პატრიარქის საშობაო ქადაგებას და სიამოვნებითაც დავესწრებოდი გუშინ წირვას, ობიექტურ მიზეზს რომ არ შეეშალა ხელი... ხოდა, ჯაან გოიმი ვარ, საშინელებად რომ არ მომჩვენებია შობის ქადაგება????? მოდაშია ეკლესიაზე თავდასხმები და ყველაზე მაგარი პრადვინუტი ისაა, ვინც ფბ-ზე ან მედიაში ღიად ლანძღავს პატრიარქს და ეკლესიას??? საოცრებათა ქვეყანა ვართ რა.... პოლიტიკურ რანგში აიყვანეს უკვე ადამიანების რწმენა და რა ვიცი... ძალიან მაგრობაა ეს ნეტავ???

ისეთები წავიკითხე ეს ორი დღეა, სრულიად უკურეაქცია გამოიწვია ჩემში... შეიძლება რაღაცეები არ მოსწინთ ადამიამებს, მარა ეს ლანძღვა-გინება უკვე კოშმარია.

ადამიანის არჩევანია რწმენის თავისუფლება და ყველას თავისი არჩევანი აქვს.

და კიდევ - ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც მხარს ვუჭერ და 17 მაისის დარბევასაც ვაპროტესტებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი რეაქცია არ მქომდეს ამ ორდღიან ლანძღვა-გინენაზე.

სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე მეც მძაფრი რეაქცია მქონდა.. რადგან მიმაჩნია, რომ ესაა მშობლების შანსი, გახდნენ მშობლები და გააგრძელონ სიცოცხლე....", - წერს გრიგოლია.

იხილეთ ასევე: "ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა" - ირაკლი ვაჭარაძე საშობაო ეპისტოლეს აკრიტიკებს

"თუ გამომიცხადებია, რომ კეთილი ანონიმი ჩემს სტუმარს დაეხმარა, ხშირ შემთხვევაში ეს გოგო ყოფილა" - რას წერს ჟორჟოლიანი სოფო ჭყონიაზე?

მამუკა ბახტაძე შვილთან ერთად - ფოტო ექსპრემიერის "ინსტაგრამიდან"

ნანუკა გუდავაძე იუბილარია - როგორ ულოცავს ბერა ივანიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს (ვიდეო)