საქართველოს საელჩო საფრანგეთში საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქ.პარიზში განხორციელებული 7 იანვრის ტერორისტული აქტის შემდეგ, მთელს საფრანგეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო ვითარება და ამუშავებულია ე.წ. Vიგიპირატე გეგმის ოთხი პუნქტიდან მეორე, წითელი პუნქტი, რაც გულისხმობს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ამოქმედებას, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებულ მობილიზებას და მათ განთავსებას ე.წ. საფრთხის შემცველ ზონებში.

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგიწოდებთ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ. იყავით განსაკუთრებით ყურადღებით ხალხმრავალ და საჯარო თავშეყრის ადგილებში.

ასევე მოგიწოდებთ თვალყური ადევნოთ საელჩოს ვებ გვერდსა და პირწიგნაკს, სადაც აუცილებლად მოგაწოდებთ ინფორმაციას უახლესი უსაფრთხოების ზომების შემოღების ან განსაკუთრეული საფრთხის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია