საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვაზისბუნაში 31 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.
"ვაზისუბანში 31 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მისი ახლობლები ამბობენ, რომ ცემით. კობა აღლემაშვილს 4 თვის წინაც დაესხნენ თავს და სცემეს. მაშინ სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ეს საქმე პოლიციამ დღემდე ვერ გამოიძია", - წერს ნადირაშვილი.