ავტორი:

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ამერიკაში, მიჩგანის შტატში მოღვაწე ქართველი ექიმი თეონა მაღლაკელიძე ქართული პირბადეების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ასე აგდებულად რომ დასცინიხართ საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, თქვენ ნახეთ აქ რა პირბადეები მოგვიტანეს, სამშრიანი, გარეთა შრე ფარდის ქსოვილია, შუა კარტოფილის ტომარის და შიგნით კიდევ სინთეტიკური ნაჭერი, 3 წუთზე მეტი ვერ გაიჩერებ, იგუდები...

დააფასეთ რასაც საქართველო აკეთებს და სასაცილოდ ნუ იგდებთ, ნახეთ რომელიმე ამერიკელის პოსტი რომ დასცინოდეს საკუთარი ქვეყანას და აბუჩად იგდებდეს, არც ერთ ჩემს კოლეგას არ დაუწერია სოც ქსელში და სასაცილოდ აუგდია ეს მასკები, მიუხედავად იმისა, რომ მართლა საშინელებაა, თავად ქართველები თუ მოუღებთ ბოლოს ისევ ქართველებს და ჩვენ ქვეყანას, თორე სხვა ვერაფერს დაგვაკლებს ისეთს, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ" - წერს მაღლაკელიძე.

შეგახსენებთ, ქართული წარმოების პირბადეები აფთიაქებში ორი დღეა გამოჩნდა. 12-შრიანი მრავალჯერადი პირბადე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის შეთანხმებული და შემოწმება ლუგარის ლაბორატორიაში აქვს გავლილი, 50 თეთრი ღირს.

საქართველოში დამზადებული პირბადეების ვიზუალს სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. გარდა იმისა, რომ პროდუქციას ვიზუალი დაუწუნეს, მის ეფექტურობაშიც შეიტანეს ეჭვი.

"ცენტრის თითოეული კუთხე-კუნჭული უყვარს, უყვარს ბალახის თითოეული ღერიც კი..." - პაატა იმნაძე სამსახურის ეზოში

"მაისის თოვლი ვარდების ნაცვლად..." - ფოტო სვანეთიდან

იტალიაში ქართველმა ვანდალებმა ომის მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს - რას წერს იტალიელი მერი ინციდენტზე