სასულიერო პირის მანქანას მინები ჩაუმსხვრიეს

სასულიერო პირის მანქანას მინები ჩაუმსხვრიეს

საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, გორის რაიონის სოფელ ვარიანში სასულიერო პირის მამა გრიგოლის (გოგიჩაძის) ავტომანქანა დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს. ჩამსხვრეულია მინები. მანქანას ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები გვერდით ფანჯრებზე და კარებზეც აღენიშნება.

"მეზობელთან ვიყავი. როდესაც დავბრუნდი, მანქანა ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. პოლიციელებმა მითხრეს, რომ მანქანასთან მობილური ტელეფონი ეგდო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩემი დევნა" - გვითხრა მამა გრიგოლმა.

წყარო: qartli.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ