31 წლის ახალგაზრდა ჩხუბისას მოკლეს - მკვლელობა ვაზისუბანში და ხალხმრავლობა პოლიციის შენობაში

31 წლის ახალგაზრდა ჩხუბისას მოკლეს - მკვლელობა ვაზისუბანში და ხალხმრავლობა პოლიციის შენობაში

ბოლო განახლება| "კობა პატრულის თანამშრომელმა მოკლა" - რას ყვებიან ვაზისუბანში მოკლულ ახალგაზრდაზე ახლობლები

თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში მდებარე პოლიციის შენობაში სავარაუდოდ მკვლელობის თვითმხილველთა და მოკლულის ახლობლების დაკითხვა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი პოლიციის განყოფილებასთან იმყოფება, სადაც ხალხმრავლობაა. პოლიციის გარეთ უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მანქანები დგას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ თბილისში, ვაზისუბანში წუხელ მკვლელობა მოხდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა, ან რა იყო მკვლელობის იარაღი სამინისტროში არ აცხადებენ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაზისუბნის მცხოვრებლები უცხადებენ, ვაზისუბანში მოკლულია 31 წლის ახალგაზრდა. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ჩხუბის შედეგად მოხდა. ვაზისუბნის პირველ მიკრო რაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან გამთენიისას სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაც.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია