"ეს ქალაქის სირცხვილია, მთელი დღეა კივის, ცივა და იყინება" - მარტოხელა მამაკაცის მდგომარეობა საგანგაშოა

"ეს ქალაქის სირცხვილია, მთელი დღეა კივის, ცივა და იყინება" - მარტოხელა მამაკაცის მდგომარეობა საგანგაშოა

ფოთში პირველი თოვლი მოვიდა. უამინდობას ქალაქისთვის პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი უხვ ნალექს შიშით ხვდება. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ღამის გათევა ღია ცის ქვეშ უწევს.

უსახლკაროებისათვის ფოთში თავშესაფარი არ არსებობს. მარტოხელა შუახნის მამაკაცი, რომელიც ფოთის თეატრის შენობის ქვევით ცხოვრობს, მოსულმა თოვლმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. პირველადი დახმარება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა გაუწიეს, რომლებიც Ambebi.ge-სთან მის მდგომარეობაზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ.

"ეს არის ქალაქის სირცხვილი, მთელი დღეა კივის, ცივა და იყინება, ნუთუ თავშესაფარი არ არსებობს, ან ქალაქმა შეინახოს... დილის შემდეგ ყვირის, მივაწოდეთ ჩაი, საკვები და რაც შეგვიძლია ვეხმარებით. სახლში ვერავინ წაიყვანს, თუმცა მთავრობამ მასზე უნდა იზრუნოს!", -ამბობს ჩვენთან საუბარში მზია ბერაია.

Ambebi.ge ფოთის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა. მერის მოადგილე ნიკა გრიგოლია ირწმუნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დროებით თავშესაფარს ეძებენ.

მარტოხელა შუახნის მამაკაცის მდგომარეობა საგანგაშოა. თუ ადგილობრივი ხელისუფლება მას დროებით თავშესაფარს არ მისცემს, ზამთრის ცივი ამინდების გაძლება გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ცნობისათვის, ფოთში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ღამით ჰაერის ტემპერატურის -3 გრადუსამდე დაცემას ვარაუდობენ.

სოფო კორტავა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია