ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს ბრძანებულება, რომელიც მასწავლებლებისთვის გარკვეულ აკრძალვებს გულისხმობს. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელს შესაძლოა, დისციპლინური სახდელი დაეკისროს. "მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეში" გასული წლის ბოლოს, 31 დეკემბერს გამოქვეყნდა. (იხილეთ დაწვრილებით). ამ ფაქტს მასწავლებელთა მხრიდან საკმაოდ არაორაზროვანი და კრიტიკული დამოკიდებულება მოჰყვა. აღნიშნული ინფორმაციის ჩვენს საიტზე გამოქვეყნების შემდეგ, მას უამრავი მასწავლებელი გამოეხმაურა. სწორედ პედაგოგთა გარკვეული ნაწილის კრიტიკულ კომენტარებს გთავაზობთ იმ იმედით, რომ მას შესაბამისი უწყებებიც გაეცნობიან და გაითვალისწინებენ მასწავლებლების საწუხარს.
დიანა
ბავშვები რომ თვრებიან სკოლებში და მანდატურების გვერდით აბოლებენ სიგარეტს, მაგაზე რას იტყვით? როდიდან დაიწყებთ მოსწავლეებში მოვალეობის გრძნობის გაღვიძებაზე მუშაობას? უფლებების დაცვით გამოჭედეთ ყურები და სადაა დაცული მასწავლებელთა უფლებები? რატომ არ აკისრებთ მოსწავლეებს მოვალეობებს?
მასწავლებლებს კი არა, ისეთი თაობა მოდის, იმათ დაუწესეთ აკრძალვები, ის ჯობია!
masცavlebeli
ბევრი გიმუშავიათ.პრემიის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. რაც გასაკეთებელია, ის გააკეთეთ და იმ კანონზე იმუშავეთ. 30 ბავშვი რომ ზის კლასში და თქვენი იდიოტური წიგნებით შედეგს რომ ითხოვთ. მთვრალი მასწავლებელი სად გინახავთ? ან რომც შევიდეს მთვრალი უცებ გამოფხიზლდება, 40 ბავშვი რომ დახვდება კლასში.
განაგრძეთ კითხვა