"ვერანაირი ზეწოლა ვერ გაგვტეხს" - ფრანსუა ოლანდის ტელემიმართვა ფრანგ ხალხს

"ვერანაირი ზეწოლა ვერ გაგვტეხს" - ფრანსუა ოლანდის ტელემიმართვა ფრანგ ხალხს

ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და ვერანაირი სახის ზეწოლა ვერ გაგვტეხს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ფრანგი ხალხისადმი ტელემიმართვის დროს განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ფრანგი ერი არ უნდა გაიხლიჩოს. "მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, არაფერი აქვთ საერთო მუსლიმთა რელიგიასთან. ამ ფანატიკოსებს არაფერი აქვთ საერთო ისლამთან", - აღნიშნა ოლანდმა.

ტელემიმართვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ვინსენსის გარეუბანში მომხდარს ანტისემიტური თავდასხმა უწოდა. ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ფრანგ ხალხს სიფხიზლისკენ, ერთიანობისა და მობილიზაციისკენ.

ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა, რომ ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა. მან ასევე მადლობა გადაუხადა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია