სად მალავდნენ დიღომში მოკლული ძმები 120 000 დოლარს და რა მოუყვა მკვლელობაში ბრალდებულმა ადვოკატს

სად მალავდნენ დიღომში მოკლული ძმები 120 000 დოლარს და რა მოუყვა მკვლელობაში ბრალდებულმა ადვოკატს

2 იანვარს დიღმის მასივში შემზარავი დანაშაული მოხდა. ძმები ალექსანდრე (საშა) და დენის ატარშიკოვები საკუთარ ბინაში დახოცეს. მათი ცხედრები დეიდამ და კომპანია" "ჯეო ლიფტის" თანამშრომლებმა მეორე დღეს ბინაში აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, დამნაშავეებმა ამ მკვლელობის შემდეგ სხვა დანაშაულიც ჩაიდინეს - ბინიდან" "ჯეო ლიფტის" ოფისის გასაღები მოიპარეს და იქიდან 500 ლარის ხურდა ფული წაიღეს. დილით თანამშრომლებს ოფისი გაქურდული დახვდათ. ამის შემდეგ მოიძიეს მეპატრონე (საშა ატარშიკოვი). ოთახში, სადაც ხურდები ინახებოდა, ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული და პოლიციას დანაშაულის გახსნა არ გასჭირვებია. დააკავეს "ჯეო ლიფტის" ყოფილი თანამშრომელი, 20 წლის გიორგი ხითარიშვილი.

როგორც ჩანს, დამნაშავეებმა არ იცოდნენ, რომ ოთახში, სადაც ხურდები ინახებოდა, ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული, რომელმაც დამნაშავის სახე აღბეჭდა. ჯერ დააკავეს "ჯეო ლიფტის" ყოფილი თანამშრომელი, 20 წლის გიორგი ხითარიშვილი, მალევე კი - მისი ბიძაშვილი, 19 წლის ბესიკ ფიოლია და 23 წლის მიხეილ ვასილიევიც.

ილია, "ჯეო ლიფტის" თანამშრომელი: - დღის 2 საათზე ბინაში შევედით და საშინელება დაგვხვდა: მოკლული დენისი საძინებელ ოთახში ვიპოვეთ, საშა კი აბაზანაში ეგდო. ორივეს სახეზე ტკივილი ჰქონდა აღბეჭდილი. მეორე დღეს გავიგეთ, რომ მკვლელობის მონაწილე, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი გიორგი ხითარიშვილი დააკავეს. გიორგი ჩვენთან მუშაობდა, 5-6 თვეა, რაც საშამ სამსახურიდან გაუშვა.

ძმების ბინაში პოლიციამ 120. 000 დოლარი იპოვა. არ არის გამორიცხული, რომ ამ ფულს ეძებდნენ დამნაშავეები...

ნახეთ, რას ყვება ბრალდებულის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ