რა თანამდებობისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ბესელია და წულუკიანი - ვის აირჩევს "ოცნება"

რა თანამდებობისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ბესელია და წულუკიანი - ვის აირჩევს "ოცნება"

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თეა წულუკიანისა და ირინა იმერლიშვილის გარდა, ეკა ბესელიასა და ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურებიც მოიაზრება. ალბათ, ზაქარია ქუცნაშვილის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა - არც ისე დიდი ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილთან კონფლიქტის გამო, მას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს და როგორც ამბობენ, საპარლამენტო უმრავლესობაში თავს კომფორტულად დღესაც ვერ გრძნობს. ეკა ბესელიას კი, ამ ფონზე, კოტე კუბლაშვილის ჩანაცვლების მეტი შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეკა ბესელია აღნიშნულ ინფორმაციას Ambebi.ge- სთან საუბრისას უარყოფს და აცხადებს, რომ დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია აკისრია, დიდი ალბათობით, შესაბამის თანამდებობაზე, შესაფერისი თავმჯდომარის შერჩევა "ქართულ ოცნებას" მაინც მოქმედი ლიდერებისგან მოუწევს.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება და ამ საკითხზე არც არავისთან მისაუბრია. ვფიქრობ, საერთო ვალდებულებების შესასრულებლად პარლამენტში ჩემი მუშაობა საჭიროა. რაც მთავარია, ამ საკითხზე კოალიციაში კონსესუსი უნდა შედგეს და საბოლოო გადაწყვეტილებაც, პოზიციების შეჯერების შედეგად მივიღოთ. პარალელურად, სასამართლო რეფორმაც ბოლომდე მისაყვანია", - აცხადებს ეკა ბესელია...

მართლაც, "ქართული ოცნებისთვის" თავსატეხი მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევით არ ამოიწურება - შერჩეული კანდიდატი პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს. თუ პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებისა და "რესპუბლიკელების" ბოლოდროინდელ დაპირისპირებას გავითვალისწინებთ, ეკა ბესელიას თინა ხიდაშელის თანაპარტიელების მხარდაჭერის იმედი ნაკლებად უნდა ქონდეს. სახელისუფლო კულუარებში აღარ მალავენ, რომ "რესპუბლიკურმა პარტიამ" საკუთარი შენიშვნები კოალიციის დანარჩენ წევრებს უკვე გააცნო და ისინი ცალსახად თეა წულუკიანის კანდიდატურას უჭერენ მხარს და "ოცნების" ლიდერებს პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მერაბ ტურავას ჩავარდნილ კანდიდატურას ახსენებენ. ამასობაში კი დრო გადის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევამდე ერთი თვე რჩება, კოალიციას კი, უკვე ტრადიციულად ერთ კანდიდატურაზე ჩამოყალიბება უჭირს და პარალელურად, პარლამენტში უმრავლესობის ხმების მოსაპოვებლად ბრძოლა უწევს.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა