გუდაური-კობის მონაკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა

გუდაური-კობის მონაკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სააავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებისთვის გზა გახსნილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს.აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.

კობიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი პირველი ავტოკოლონა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა პირადად გამოაცილეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, მისაბელიანი და ნახევრადმისამბელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან კობამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთლიანად დაასრულა. პარალელურ რეჟიმში, აღნიშნული მონაკვეთის გაფართოებაც მოხდა, რათა სატრანსპორტო საშუალებებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია