გიუმრის ბაზაზე სამხედრომ ოჯახის ექვსი წევრი მოკლა, მათ შორის ორი წლის გოგონა

გიუმრის ბაზაზე სამხედრომ ოჯახის ექვსი წევრი მოკლა, მათ შორის ორი წლის გოგონა

დილით, სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, ავტომატური იარაღით ერთი ოჯახის ექვსი წევრი მოკლეს, მათ შორის, 2 წლის გოგონაა.

გადარჩა მხოლოდ 6 თვის ჩვილი, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ, როგორც უმძიმესს.

წინასწარი მონაცემებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვია. სომხეთის პოლიციამ მასზე ძებნა უკვე გამოაცხადა. მიმდინარეობს გამოძიება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ