როგორ შეცვლის ელბაქიძეზე გზის ჩამონგრევა თბილისში სატრანსპორტო მარშრუტს - გადაადგილების ახალი სქემა

როგორ შეცვლის ელბაქიძეზე გზის ჩამონგრევა თბილისში სატრანსპორტო მარშრუტს - გადაადგილების ახალი სქემა

თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით შეიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირიდან, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით მოძრაობას აგრძელებდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, მ/ს "რუსთაველის" და ვაკე-საბურთალოს მიმართულებით გადასაადგილებლად, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის გავლით. (ავტობუსი №59, №91; მიკროავტობუსი №35, №126).

მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოძრაობდნენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბროსეს, ლაღიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით (მიკროავტობუსი №31, №145). ხოლო ყველა ის მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით თაბუკაშვილისა და ბროსეს ქუჩების გავლით, ამ ეტაპზე მარჯვენა სანაპიროთი გააგრძელებენ მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმართულებით. (მიკროავტობუსი №40, №68, №85, №200).

№33 ავტობუსის მარშრუტი, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად მოძრაობას გააგრძელებს მარჯვენას სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია