ღარიბაშვილი ხადურის შემცვლელს საზღვარგარეთ ეძებს?! - სახელისუფლო ცვლილებების მოლოდინში

ღარიბაშვილი ხადურის შემცვლელს საზღვარგარეთ ეძებს?! - სახელისუფლო ცვლილებების მოლოდინში

სახელისუფლო კულუარებში ადასტურებენ, რომ პარტია "ქართული ოცნება" გაზაფხულიდან, საპარლამენტო არჩევნებისა და მთავარი პოლიტიკური მოთამაშის სტატუსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება. იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პარტიას პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება დამოუკიდებლად, კოალიციაში შემავალი დანარჩენი სუბიექტების გარეშე სურს, თუმცა სხვადასხვა პარტიიდან გამოცდილი პოლიტიკოსების გადმობირებას მაინც ცდილობს...

დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია "პირველი მოქალაქისა" და პარლამენტის თავმჯდომარის "გარიგების" შესახებ - ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილს "რესპუბლიკური პარტიის" დატოვებას ურჩევს. შესაძლოა, დავით უსუფაშვილს "ქართულ ოცნებაში" პორტირების პრობლემა ნაკლებად აქვს, მაგრამ ამის შანსი მაინც საკმაოდ მცირეა, რადგან ძნელად სავარაუდოა, რომ მისი მეუღლე და ასევე რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი "რესპუბლიკურ პარტიას" შეელიოს...

დიდი ალბათობით, ყოფილი პრემიერის სწორედ ეს პოლიტიკური შეთავაზება გახდა ძმები ბერძენიშვილების "გაბრაზების" მიზეზიც - ბოლო პერიოდში, მათ თითქმის ყველა სახელისუფლებო ინიციატივა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს. მათ შორის, საყდრისის აფეთქებაც, თუმცა ამჯერად, 2014 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საპასუხო დარტყმა ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს - პრემიერმა პოლიტიკოსები, ვინც საყდრისს გამოესარჩლნენ, მათ შორის, "რესპუბლიკური პარტიის" წევრებიც, პოპულისტობასა და უპასუხისმგებლო განცხადებების კეთებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ , ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბევრ საკითხში ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა