ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა, დამატებით ინფორმაციას უწყებაში არ აკონკრეტებენ და განმარტავენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

"ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ცნობით, ქუთაისში, კაკაბაძის ქუჩაზე სამართალდამცველები ამ დრომდე არიან მობილიზებული. აღნიშნულ ქუჩაზე ერთ-ერთი სახლიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ