მამა ილია კარტოზიას საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ

მამა ილია კარტოზიას საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ

სამგზავრო გემ "ნორმან ატლანტიკზე" კატასტროფის დროს გარდაცვლილ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ, - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბარის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მოსე ჭანკვეტაძემ განუცხადა.

"ხვალიდან უკვე მოხდება მამა ილიას ცხედრის გადმოცემა და მომზადება გადმოსასვენებლად. ასევე ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირთა მხრიდან გათვალისწინებული იქნა მამა ილიას უკანასკნელი სურვილი, რადგან ის წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მობრძანდებოდა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, მე, როგორც აქაური სამრევლოს წინამძღვარი, მამა ილიას სულის მოსახსენებელ წირვას პარასკევს დილით, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე აღვასრულებ. ამის შემდეგ, შაბათს მოხდება მამა ილიას ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში", - განაცხადა არქიმანდრიტმა მოსემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია